|
2017-12-22 15:56:42, 3183 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა
63 მომხრე-3 წინააღმდეგი, პარლამენტმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე-საბოლოო მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტი დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიამ გააცნო. მომხსენებელმა, კანონპროექტის წარდგენისას, ის ორი მუხლი გამოყო, რომლებშიც მეორე მოსმენის შემდეგ ცვლილება შევიდა. კერძოდ, ბესელიას განმარტებით, მეორე მოსმენის შემდეგ მე-17 მუხლის მე-4 პუნქტში დაემატა სიტყვა კომისია- საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო სამაუწყებლო ქსელის განვითარებისთვის კომისია ანიჭებს საზოგადოებრივ მაუწყებელს დამატებით სიხშირეებს. „ასევე მე-6 პუნქტში, მე-20 მუხლში ეწერა- წარმოების უზრუნველყოფის მომსახურების ფრჩხილებში, რაც ამოღებულია“,-განაცხადა ბესელიამ. მაუწყებლის შესახებ კანონპროექტში ორი საკითხია, რომელზეც დეპუტატები განსაკუთრებით ვერ თანხმდებიან. ეს ეხება რეკლამის თემასა და სტარტაპების ჩანაწერს. კერძოდ, ცვლილებები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული და სოციალური რეკლამების განთავსების პირობებს ადგენს და ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელს საშუალება ეძლევა, დამწყები საწარმოების და სტარტაპების დაფინანსება მოახდინოს. საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასევე მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები იქნება მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობი გადაცემის, სერიალის სპონსორობის განთავსება. უფრო კონკრეტულად, განისაზღვრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. ამასთან, სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს კომერციული რეკლამის განთავსების შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს (ნაცვლად 30 წუთისა), ხოლო ყოველ საათში – 12 წუთს (20 %-ს), (ნაცვლად 6 წუთისა (10%-ისა)), სხვა დანარჩენ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს (5%-ს). დასაშვები ხდება, აგრეთვე გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ვალდებული ხდებიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა (ნაცვლად 1 საათში, არანაკლებ 60 წამისა), რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)