|
2017-12-20 17:10:10, 2111 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტარებს მიწის რეფორმის შედეგები გააცნო
პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში მიწის რეფორმის მიმდინარეობის და დღეს არსებული შედეგების შესახებ ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის პროგრამა 2 წლის წინ დაიწყო და უკვე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებია. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, აღწერილია 659 000 ჰექტარი დაურეგისტრირებელი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, საიდანაც უკვე დარეგისტრირდა 51 000 ჰა მიწა. „იმისთვის, რომ მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობისას კერძო სექტორი არ აღმოჩენილიყო დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად შევიმუშავეთ მიწის რეფორმის მეორე, პარალელური ეტაპი - იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს მიწის სარეგისტრაციოდ საბუთების მომზადებას მოქალაქეებისთვის, კონომიკის სამინისტრომ კი რეგიონებში აზომვითი ნახაზების სამუშაოები დაიწყო", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი ინფორმაციით, რეფორმას ძალიან კარგი შედეგები აქვს - 335 629 მოქალაქემ მიწაზე საკუთრების უფლება წარმატებით, დაბრკოლებების გარეშე დაირეგისტრირა. მისივე თქმით, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 191 325 აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფასური აანაზღაურა, რომლის ღირებულებამ შეადგინა 15 218 533 ლარი. პირველი ვიცე პრემიერის განცხადებით, ეს მიმართულება აუცილებლად გაგრძელდება, რადგან უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფომ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ იცოდეს, რეალურად რას ფლობს, ასევე ეს იცოდეს კერძო სექტორმაც. „ეს არის პროდუქტიულობის ზრდა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილი კაპიტალი, რომელიც შემდგომ გლეხმა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ დამატებითი ღირებულება შექმნას", – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. (NS)
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)