|
2017-12-20 16:47:07, 2334 ნახვა
პოლიტიკა
„სიტყვა სიტყვით იმეორებთ იმას, რასაც ჩვენი მტრები იძახიან“- კამათი გიგა ბოკერიასა და გიორგი კვირიკაშვილს შორის
„ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს შორის უმცირესობის სხდომაზე შეკამათება მოხდა. გიგა ბოკერიამ რუსეთის დუმის წარმომადგენელთა განცხადებები წაიკითხა, სადაც ისინი საუბრობენ, რომ „არანაირი საზღვრის გადაწევა არ ხორციელდება, რაც თბილისში კარგად იციან, მსგავსი განცხადებები მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს ახალგაზრდა სამხრეთ ოსეთის დისკრედიტაცია, სარფში უნდა გაიაროს საზღვარმა“ და ა.შ. გიგა ბოკერია დაინტერესდა, ლეგიტიმურია თუ არა, განიხილონ ასეთი პირების საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოშვების სკაითხი. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, გასაკვირია ბოკერიას მხრიდან შემართებით საუბარი საკითხზე, რომელიც, კვირიკაშვილისვე განმარტებით, სწორედ მისი-„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების უმძიმესი მემკვიდრეობაა. „გასაოცარიაასეთი შემართებით სუაბარი საკითხზე, რომელიც არის უმძიმესი მეკვიდრეობა თქვენი ხელისუფლების. მე არასოდეს არც ერთ პლატფორმაზე არ აღმინიშნავს, რომ ეს არ არის რუსეთის ოკუპაცია და რუსეთს არ აქვს ოკუპირებული თქვენი ტერიტორიები. ლეგიტიმურია თუ არა, რომ თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ 123 სოფელი დაკარგა მცოცავი ოკუპაციის შედეგად? თქვენ ცდილობთ თქევნი უმძიმესი მემკვიდრეობა ჩვენი ხელისუფლების დანაშაულად წარმოაჩინოთ. რაც არ გსიამოვნებთ ის შუაში არ არის. ჩვენი ქვეყნის მტერი და ოკუპანტი რასაც ამბობს, იქ შეიძლება რაღაც ფრაზის დამთხვევა მოხდეს, მაგრამ არ შეიძლება ადამიანის დამნაშავედ გამოცხადება ამის გამო. მაგრამ ჩვენი ხელისუფლება რომ ახორციელებს აბსოლუტრუად ღირსეულად საერთაშორისო არენაზე დეოკუპაციისკენ მიმართულ პოლიტიკას და საერთაშორისო ძალისხმევას, ამას ყველა ადასტურებს. ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრების რე დაკანონება მოხდა თქვენი ხელისუფლების მიერ. თქვენგან ეს ბრალდებები არაადეკვატურია.თქვენი ხელისუფლების შდეგია, რასც ჩვენ ვწვალობთ, რომ ამ ჩაკეტილი წრიდან გამოვიდეთ“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. „სიტყვა სიტყვაში იმეორებთ იმას, რსაც ჩვენი მტრები იძახიან. ძალიან სამწუხაროა,უნდა შეგაქოთ“,-მიმართა მას ბოკერიამ. „ჩვენი ქვეყნის მტრების წისქვილზე წყალს ვინ ასხამს დღეს დილით გაკეთდა მაიკლ კარპენტერის საქართველოს დიდი მეგობრის განცხადება და კარგად გაეცანით იმ განცხადებას ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის თაობაზე“,-უპასუხა გიორგი კვირიკაშვილმა. გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა პარლამენტში ნდობის მისაღებად იმყოფება.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)