|
2017-12-20 16:33:38, 1934 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტარებს „აწარმოე საქართველოში" პროგრამის შედეგები გააცნო
პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის წევრებს მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე პროგრამების მხრივ არსებული მდგომარეობა გააცნო. დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ინდუსტრიული და მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამების შესახებ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება როგორც ექსპორტის სტიმულირების, ისე მეწარმოების განვითარების მიმართულებით. პროგრამის. ქუმსიშვილის თქმით, „აწარმოე საქართველოში" მიერ დაფინანსებული ინდუსტრიული პროექტების რაოდენობა დღეს 254-ს შეადგენს, მათ შორის სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონება არის 92, გაცემული სესხი - 393 მლნ. ლარი, ინვესტიციები - 687 მლნ ლარი. ამასთან, როგორც პირველმა ვიცე- პრემიერმა აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში დასაქმებულთა რაოდენობამ 12 000-ზე მეტი ადამიანი შეადგინა. რაც შეეხება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას, დიმიტრი ქუმსიშვილმა მასზე მუშაობის დაწყების პერიოდი გაიხსენა. „როდესაც ჩვენ ამ პროგრამაზე დავიწყეთ საუბარი, (ის „ბრიტიშ პეტროლიუმისგან" ვისწავლეთ), მაშინ იყო ძალიან დიდი კითხვის ნიშნები, თუ რამდენად მოახერხებდა ერთი მოსახლე 5000 ლარად რაღაც ბიზნესის შექმნას. პირადად მე ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან თანხის მოცულობა მცირეა, მაგრამ პროექტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა" – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისივე ინფორმაციით, დღეს მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას რეგიონებში 8000-ზე მეტი ბენეფიციარი ყავს, გადამზადებულია 14 000-ზე მეტი ადამიანი და შექმნილია შესაბამისი სამუშაო ადგილები. „თავად პროგრამის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს ასწავლის საბაზისო უნარებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შემდგომში კი მას აძლევ იმ მინიმალურ თანხას და შესაძლებლობას, რომ ადგილზე განავითაროს ბიზნესი",-განაცხადა ქუმსიშვილმა. (NS)
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)