|
2015-05-09 18:40:26, 486 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის გამგეობამ 7 ვეტერანს 500-500 ლარი გადასცა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ედიშერ თოლორაიამ და სხვა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დღეს, ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით, ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავები თაიგულებით შეამკეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობეს. მუნიციპალიტეტის გამგეობამ ტრადიციულად მეორე მსოფლიო ომის მონაწილე შვიდ ვეტერანს წელსაც 500–500 ლარი პირად ანგარიშზე ჩაურიცხა. ასევე სიმბოლური თანხა, 200–200 ლარი მარჩენალ დაკარგულებსა და ზურგის მუშაკებს გადაეცათ. საქართველოს მთავრობისა და პრემიერ– მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ომის ვეტერანები - კარლო ლაგვილავა, ნიკოლოზ შარია, სერგო ბუკია და ვლადიმერ ანთია მედლებით დაჯილდოვდნენ და ომის ვეტერანის, საიუბილეო მოწმობები გადაეცათ. ამავე დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის პატრონაჟითა და ნატოს საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში მარათონი გაიმართა. გამარჯვებულები მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა. ნატოს საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით დღესვე მოეწყო გამწვანების აქცია მესხიას სახელობის უნივერსიტეტსა და კოსტავას ძეგლთან, სადაც ადგილობრივი თვითთმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს და ხეები დარგეს.
ლუკაშენკომ ამერიკელებთან უარყო ბრალდებები ბელარუსში რეპრესიების გაგრძელების შესახებ
რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინული სოფლების აღების ათობით ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი აღმოჩნდა
პარლამენტმა დავით მამისეიშვილი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.
გახარია: ივანიშვილის რეჟიმმა პარლამენტში ერთ ოპოზიციურ პარტიასაც კი ვერ აიტანა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)