|
2017-12-20 11:43:24, 816 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ციტრუსის საწარმოები დაათვალიერა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ავთანდილ მესხიძესთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან, მირიან ქათამაძესთან ერთად დაბა ჩაქვში ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმო მოინახულა და ციტრუსის ჩაბარების და გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნო. ზურაბ პატარაძის თქმით, ციტრუსის სეზონი დასასრულს უახლოვდება. შეუფერხებლად მიმდინარეობს როგორც სტანდარტული, ისე არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების პროცესი. დღეის მდგომარეობით, რეგიონიდან უკვე ექსპორტირებულია 16 300 ტონა სტანდარტული მანდარინი. რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს, უკვე მიღებული და გადამუშავებულია 4 700 ტონა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ჩაქვის ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიმდინარე წელს გეგმავს 700 ტონამდე ციტრუსის ნაყოფის მიღებას. დღეის მდგომარეობით, 440 ტონამდე ციტრუსი უკვე ექსპორტირებულია. ზურაბ პატარაძემ მინისტრთან ერთად ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოები, ,,TCF GEORGIA'' და არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხანა ,,Georgian industrial Asset Management Group'' დაათვალიერეს. ,,TCF GEORGIA'' მიმდინარე წელს გეგმავს 1000 ტონამდე ციტრუსის მიღებას. საწარმომ უკვე 300 ტონა ციტრუსის ექსპორტირება მოახდინა რუსეთისა და პოლონეთის მიმართულებით. საწარმო ასევე, სეზონზე მიიღებს და გადაამუშავებს 4000 ტონამდე არასტანდარტულ მანდარინს, რომლისგანაც დაამზადებს კონცენტრირებულ წვენს. ციტრუსისგან დამზადებული წვენი მოხმარდება როგორც ადგილობრივ ბაზრებს, ასევე ექსპორტირებული იქნება რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში. რაც შეეხება ,,Georgian industrial Asset Management Group''-ს, იგი შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს. წარმოებული იქნება ციტრუსის კონცენტრატი, რომლისგანაც დამზადებული წვენი ექსპორტირებული იქნება აზიისა და ევროპის ქვეყნებში. საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების მიზნით მიმდინარე წლის სეზონზე მოქმედებს 30–მდე ციტრუსის მიმღებ შემფუთავი საწარმო, სადაც ხდება ევროპული სტანდარტების შეფუთვა და ექსპორტირება.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)