|
2017-12-19 15:02:32, 1264 ნახვა
სამხედრო
I ქვეითი ბრიგადა დაარსებიდან 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადა დაარსებიდან 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში გორში ბრიგადის სამწყობრო მოედანზე წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიალიც გაიმართა. დღეიდან ცხრა თვის განმავლობაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურს 85 წვევამდელი გაივლის. I ქვეითი ბრიგადას იუბილე და წვევამდელებს სამხედრო ფიცის დადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პირადად მიულოცეს. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა. თავდაცვის მინისტრმა ტოტალური თავდაცვის მნიშვნელობასა და I ქვეითი ბრიგადის მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება. საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა როლანდ ძნელაძემ თავდაცვის მინისტრს, გენერალური შტაბის უფროსს, აღმოსავლეთ სარდალს და უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებს მიმდინარე წლის ანგარიში წარუდგინა და ქვედანაყოფში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია. დღესვე ღონისძიების ფარგლებში სამხედრო I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით და ცეცხლსასროლი იარაღებით დაჯილდოვდნენ. პირადი შემადგენლობა ბრიგადის სამხედრო მოძღვარმა, მამა გიორგი გაბლიშვილმა დალოცა. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ბრიგადაში არსებული სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო, ასევე გაიმართა სპორტული და კულტურული ღონისძიებები. ბრიგადის იუბილისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გმირთა მემორიალის გვირგვინის შემკობით დაიწყო. I ქვეითი ბრიგადის იუბილეს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე, შიდა ქართლის სამხედრო პოლიციის უფროსი პოლკოვნიკი კოტე ანანიაშვილი, შიდა ქართლის საპატრულოს უფროსი პოლკოვნიკი მიხეილ კალაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები და ქალაქ გორის სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ. დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში I ქვეითი ბრიგადა უძველესი ქვედანაყოფია და მისი ისტორია 1992 წლის 1 აპრილიდან იწყება. 2016 წლის 19 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის №1085 ბრძანებით, I და V ქვეითი ბრიგადები გაერთიანდა და ბრიგადის დღედ 19 დეკემბერი გამოცხადდა.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)