|
2017-12-19 14:36:20, 2069 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მეტროს რეაბილიტაციისთვის აზიის განვითარების ბანკი 12 მილიონ ევროს გამოყოფს
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - „პროექტი 5-ის“ შეთანხმება გაფორმდა, რომელიც 2018-2019 წლებში, თბილისის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებას ითვალისწინებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარიმ მოაწერეს. მათივე ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში, ADB-ის მიერ საქართველოსთვის 12 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი გამოიყოფა. პროექტის ფარგლებში, მეტროს ელექტროგაყვანილობისა და სავენტილაციო სისტემის შეცვლაა დაგეგმილია. პროექტს თბილისის მერია, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ და სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ განახორციელებენ. დღესვე, გაფორმდა საპროექტო ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მაია ბითაძემ, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა კობახიძემ, „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გალაქტიონ ბუაძემ და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა მოაწერეს. ფინანსთა სამინისტროში გამართულ ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო. (NS)
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)