|
2017-12-19 11:38:05, 842 ნახვა
რეგიონი
ბრიტანელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ საინტერესო ბლოგებსა და სტატიებს გამოაქვეყნებენ
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით აჭარას ბრიტანული მედიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, რეიტინგული გამომცემლობა ,,The Epoch Times’’-ის ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა აჭარაში იმოგზაურეს, კურორტი გოდერძი მოინახულეს, ქართულ ფოლკლორსა და სამზარეულოს გაეცნენ, ქალაქის ღირშესანიშნაობები და ბოტანიკური ბაღი დაათვალიერეს. ბლოგერები თავიანთ შთაბეჭდილებებს მკითხველებს 2018 წლის დასაწყისში გაუზიარებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ბრიტანელ ჟურნალისტებს წელს მეორედ უმასპინძლა. რეგიონს ივლისში ტელეკომპანია BBC-ის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. 2018 წლიდან, დეპარტამენტი დიდი ბრიტანეთში სარეკლამო კამპანიებს ოფიციალურად დაიწყებს. „ინტერესი აჭარისა და ზოგადად, საქართველოს მიმართ ბრიტანელების მხრიდან ძალიან დიდია, რასაც ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქმიანი შეხვედრებისა და ვიზიტორების რიცხვი, ასევე რეგიონში ბრიტანელ ვიზიტორთა ნაკადის 13%-იანი ზრდა ადასტურებს. ტელეკომპანია BBC-ის ეთერით წელს განხორციელებული სატელევიზიო რეკლამა კი წინაპირობაა, რომ პოტენციურმა ტურისტებმა აჭარისა და ზოგადად საქართველოს შესახებ დადებითი წარმოდგენა შეიქმნან, რასაც 2018 წლიდან ბრიტანეთში აქტიური პიარ და სარეკლამო აქტივობები დაემატება“,- განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით ჯამში, 42 მედია და ინფოტურს უნასპინძლა, რომლის ფარგლებშიც აჭარას 500-მდე ტურისტული ბიზნესის წარმომადგენელი და ჟურნალისტი გაეცნო. (NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)