|
2017-12-18 13:34:24, 1208 ნახვა
სამხედრო
DIB სკოლაში მოლაპარაკებებისა და მედიაციის სპეციალიზირებული კურსი დაიწყო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) „მოლაპარაკებებისა და მედიაციის სპეციალიზირებული კურსი - ევროპის ახალი სასწავლო ინიციატივა სამოქალაქო კრიზისების მართვის კონტექსტში“ მსმენელების საერთაშორისო ჯგუფს პირველად მასპინძლობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსში მონაწილე ბრიტანელი, გერმანელი, ჰოლანდიელი, რუმინელი, პოლონელი, სერბი, უკრაინელი სამოქალაქო და სამხედრო პირები, ასევე, ექსპერტები სხვადასხვა საერთაშორისო მისიაში, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში მუშაობენ. კურსის მიზანს მოლაპარაკებისა და მედიაციის პროცესში საჭირო უნარების განვითარება და ცოდნის ამაღლება წარმოადგენს. ტრენინგი კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტისა და ბულგარეთის დიპლომატიური ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება და მას კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის წარმომადგენლები უძღვებიან. ოთხდღიანი ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ევროკავშირის კრიზისების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესსა და მედიაციის საშუალებებს გაეცნონ. ისინი ძირითადი პრინციპების იდენტიფიცირებას შეძლებენ, რომელსაც წარმატებული მედიატორი უნდა ფლობდეს. ტრენინგზე მიღებული გამოცდილება მსმენელებს საშუალებას მისცემს სამოქალაქო კრიზისების მართვისას, სათანადო ხერხებისა და ტაქტიკის გამოყენებით, მოლაპარაკებები უფრო ეფექტურად და თავდაჯერებულად აწარმოონ.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)