|
2017-12-15 18:41:45, 1894 ნახვა
საზოგადოება
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. სხდომაზე დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. ბიუჯეტის პროექტი დეპუტატების თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ წარუდგინა, რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. 2018 წლის თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 861,6 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2017 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 60,3 მლნ ლარით მეტია, ხოლო პირველ პროექტს 46,4 მლნ ლარით აღემატება. ბიუჯეტის პროექტით შემოსავლები ჯამურად 810 მლნ ლარს შეადგენს. მათ შორის, გადასახადები - 250 მლნ, სადაც საშემოსავლო გადასახადები 90 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო ქონების გადასახადი - 160 მლნ ლარს. გარდა ამისა, 2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სპეციალური ტრანსფერის სახით დამატებით, 14 000.0 ათასი ლარი მეტროს ვაგონის ორი ახალი შემადგენლობის შესაძენად გამოიყოფა. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში, დედაქალაქში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, პრიორიტეტად ინფრასტრუქტურული პროექტები, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, ჯანმრთელობის დაცვა, კულტურა, განათლება, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება განისაზღვრა.
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)