|
2015-05-09 10:45:10, 501 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრს გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ლაშა შაყულაშვილი ესტუმრა
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ლაშა შაყულაშვილი ესტუმრა. შეხვედრას ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეები დაესწრნენ. სტუმარმა საკუთარი საქმიანობისა და პროფესიული წარმატების შესახებ ისაუბრა. ძირითადი დრო კი ახალ პროექტს - Model PACE 2015 დაეთმო. „ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც თბილისში 22-26 მაისს გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები ოთხი დღის განმავლობაში ევროპის საბჭოს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე იმსჯელებენ. პროექტი აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით პირველად განხორციელდება. მისი ორგანიზატორები იქნებიან გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელობა და მსოფლიო მშვიდობის ფედერაცია, რომელსაც გაეროში სპეციალური საკონსულტაციო სტატუსი გააჩნია“, - აცხადებენ დანაშაულის პრევენციის ცენტრში. ღონისძიებაში დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების აქტიური მონაწილეებიც ჩაერთვებიან. როგორც ცნობილია, ლაშა შაყულაშვილი საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლად გაეროში 2014 წელს აირჩიეს. იგი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში 2010 წლიდან მუშაობს, ასევე აქტიურად არის ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების („ლიდერთა სახლი“, „მოხალისე“, „ორი თაობა“) მიზანია სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
ლუკაშენკომ ამერიკელებთან უარყო ბრალდებები ბელარუსში რეპრესიების გაგრძელების შესახებ
რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინული სოფლების აღების ათობით ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი აღმოჩნდა
პარლამენტმა დავით მამისეიშვილი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.
გახარია: ივანიშვილის რეჟიმმა პარლამენტში ერთ ოპოზიციურ პარტიასაც კი ვერ აიტანა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)