21:42 - 02 Oct, 2026
|
2017-12-15 13:48:41, 2052 ნახვა
საზოგადოება
მერიის ზედამხედველობის სამსახური იმ სამშენებლო ობიექტს შეისწავლის, სადაც მუშა გარდაიცვალა
თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით სამშენებლო ობიექტს შეისწავლის. როგორც „ექსპრესნიუსს“ მერიიდან აცნობეს, შემთხვევის ადგილზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი იმყოფებოდა. ქეთევან წამებულის გამზირზე, სასტუმრო „მეტეხის“ ეზოში სარემონტო სამუშაოების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა, ერთი კი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამშენებლო სამუშაოებს შ.პ.ს „დეკო“ აწარმოებს. წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ამწე რომელიც საქარგილე კოჭების გადაადგილებას ახორციელებდა, ამოყირავდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და შესაბამისი სამსახურები შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს დაადგენენ.
(NS)
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)