20:59 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-14 12:02:51, 2049 ნახვა

საზოგადოება
გლდანის ერთ-ერთ სკვერში გამწვანების აქცია მოეწყო

გლდანის მე-3 მ/რ-ის N9 კორპუსის მიმდებარედ, ახლადმოწყობილ სკვერში გამწვანების აქცია მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ მოსახლეობასთან ერთად მიიღო. 

სკვერის მოწყობის სამუშაოების შედეგად, 4 000 კვადრატული მეტრის ფართზე, სარეკრეაციო სივრცე მოეწყო, სადაც საფეხმავლო ბილიკები,  საბავშვო ატრაქციონები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა განთავსდა.  ასევე, მოეწყო დეკორატიული ფილები, საფეხმავლო ბილიკები და დამონტაჟდა ლამპიონები. 

აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 154 262 ლარი გამოიყო. აღნიშნული სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, 517 კვადრატული მეტრის ფართზე, დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკები, რომელზეც ჯამში, 16 196 ლარი დაიხარჯა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics