18:48 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 17:29:04, 2187 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე: ექსპორტის მიმართულებით 2017 წლის მეორე კვარტალში საქართველოსთვის გარდამტეხი ფაქტი დაფიქსირდა

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას, ყურადღება ექსპორტის მიმართულებით 2017 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებულ მნიშვნელოვან ფაქტზე გაამახვილა.

როგორც მან აღნიშნა, სასაქონლო იმპორტი 3 ჯერ მეტია ექსპორტზე და ეს წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობის სიღარიბის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს.

„ამ მიმართულებით 2017 წლის მეორე კვარტალში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მართლაც, რომ მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ფაქტი დაფიქსირდა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვან კომპონენტებს შეადგენს: ვაჭრობასა და მომსახურებაში  ექსპორტ-იმპორტის სალდო,  ფულადი ტრანსფერები, უცხოური ინვესტიციებით შექმნილი კომპანიების მოგება. ეს უკანასკნელი არის ასევე, მინუსი მიმდინარე ანგარიშის ბალანსში, თუმცა, იმავდროულად იგი "შინაარსობრივად" არ წარმოადგენს უარყოფით მოვლენას მით უმეტეს, რომ აღნიშნული მოგების დიდი ნაწილის რეინვესტირება ხდება. შესაბამისად, თუ ამ უკანასკნელი კომპონენტის გამოკლებით შევხედავთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს დავინიახავთ, რომ ჩვენ გვაქვს არა თუ (მიმდინარე ანგარიშის) დეფიციტი, არამედ პროფიციტი მშპ-ის 2.7 პროცენტის ოდენობით" - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, საქონლით ვაჭრობის დეფიციტი, რომელიც მნიშვნელოვნად უმჯობესდება ექსპორტის მაღალი ტემპით ზრდის შედეგად, სრულად ფინანსდება ტურიზმიდან და ფულადი ტრანსფერებიდან მიღებული შემოსავლებით და უფრო მეტიც, აჭარბებს მას.

„ეს არის საქართველოს ეკონომიკურ ისტორიაში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა და საქართველოს მთავრობა გააკეთებს მაქსიმალურს ამ დინამიკის გასაძლიერებლად", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics