|
2017-12-12 15:57:01, 1657 ნახვა
სამხედრო
სესიაშვილი: ჩვენი ინიციატივაა, მაქსიმალურად მოვახდინოთ წვევამდელების სამხედრო ამოცანებისთვის მომზადება
„ ჩვენი ინიციატივაა, მაქსიმალურად მოვახდინოთ წვევამდელების სამხედრო მიზნებისთვის, ამოცანებისთვის მომზადება და ამ მომზადებაში გამოვიყენოთ სწორედ ის წვრთნის პროგრამები, რომლებიც საერთო ჯამში მოემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას“, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. სესიაშვილმა ყველას, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, მოუწოდა, რომ რომელიმე სამსახურის ერთგვარი დისკრედიატაცია არ მოახდინონ. ამ კონტექსტში მან ყურადღება გაამახვილა საგუშაგო სამსახურზე: „მესმის საზოგადოებაში წუხილი, რომელიც გამოიხატება სამხედრო სავალდებულო სამსახურისადმი ნიჰილიზმში, მაგრამ მინდა, დიდი სიამაყით მივმართო და მადლობა გადავუხადო ყველა იმ წვევამდელს, რომელიც პირველ რიგში სამშობლოს სიყვარულით იღებს ამ კონსტიტუციურ ვალდებულებას. ვგმობ იმ სტერეოტიპს და მოგიწოდებთ ყველას, განსაკუთრებით პოლიტკოსებს, რომ არ მოხდეს რომელიმე სამსახურის ერთგვარი დისკრედიტაცია. სამწუხაროდ, გვესმის ხოლმე გუშაგების მიმართ რაღაც არაღირებული ერთგვარი შეფასება, რაც შეურაცხმყოფელია.გუშაგები ოდითგანვე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იყვნენ ის პირველი დამცველები, რომლებიც ეგებებოდნენ მტერს და ეს ყოველთვის იყო ღირსეული სამსახური. თუ არ მოგვწონს დღევანდელი საგუშაგო სამსახურის ფორმები და შინაარსი, ამაზე ვსაუბრობ, რომ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ. კომისია უკვე ჩემს მიერ შექმნილია. მინდა, მოგიწოდოთ, ჩაერთოთ ამ კომისიაში. ჩვენი ამოცანაა, ყველა წვევამდელის, რომელიც გაწვეული იქნება შეიარათებულ ძალებში პირველადი სამხედრო წვრთნა და მომზადება განხორციელდეს და ამის შემდგომ მათ ღირსეული სამსახური მიმართონ იქითკენ, სადაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ხაზი გადის“,-აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)