18:12 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-12 14:59:58, 2533 ნახვა

ეკონომიკა
6 ქვეყანა, სადაც ბიტკოინის გამოყენება აკრძალულია

კრიპტოვალუტების ფასები 2017 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა და ინვესტორები მათში კვლავ დიდ პერსპექტივას ხედავენ. ექსპერტები ამბობენ, რომ მიმდინარე წელი კრიპტოვალუტის წლად გამოცხადდება.

კრიპტოგრაფიული ვალუტებიდან ბიტკოინი ყველაზე პოპულარულია. მისი საბაზრო ღირებულება, დღესდღეობით, ყველაზე დიდია. შესაბამისად, ის  ყველაზე წარმატებული ციფრული ვალუტაა.

ბიტკოინის შესახებ დღეს ხშირად საუბრობენ. დაობენ მის დადებით და უარყოფით მხარეებზეც. საზოგადოების ერთი ნაწილი მას უსაფრთხო ვალუტად მიიჩნევს მაშინ, როდესაც მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ მისი ნდობა არ შეიძლება, რადგან ფულის ამ ერთეულის მოხმარებისას ადამიანი არასდროს არის დაცული.

მსოფლიოში სულ 6 ქვეყანაა, რომელშიც ბიტკოინი იკრძალება.

2014 წელს ბოლივიის ცენტრალურმა ბანკმა აკრძალა ყველა ვალუტა, რომლებზეც სამთავრობო რეგულირება არ ვრცელდება. ამ სიაში ბიტკოინიც მოხვდა. ეკვადორში ფულის ელექტრონული მიმოცვლა დაშვებულია, თუმცა კრიპტოვალუტების გამოყენება იკრძალება.  ბიტკოინის გამოყენებას ბანგლადეშში ორი კანონი კრძალავს - 1947 წლის საგარეო ვალუტის კონტროლის აქტი და 2012 წლის ფულით თაღლითობის კონტროლის აქტი.

შემდეგი ქვეყანაა ყირგიზეთი, სადაც 2014 წლის ივლისში ყირგიზეთის მთავრობამ  განმარტა, რომ ბიტკოინისა თუ სხვა კრიპტოვალუტის გადახდის ფორმად გამოყენება არალეგალურია. 

ნეპალის მთავრობამ ბიტკოინი იმ მიზეზით აკრძალა, რომ მას ტრანზაქციებზე თვალის მიდევნება არ შეუძლია. ნეპალში ადამიანთა გარკვეული ჯგუფიც დააკავეს, მათ ბრალი ბიტკონით ვაჭრობაში დაედოთ.

ბიტკოინი მაროკოში მიმდინარე წლის ნოემბერში აიკრძალა. ქვეყნის ცენტრალურ ბანკს აკრძალვასთან დაკავშირებით სხვა ქვეყნების მსგავსი განცხადება  ჰქონდა: "ბიტკოინი დახურული საგადასახადო სისტემაა, რომელსაც საფინანსო ინსტიტუციები ვერ აკონტროლებენ."





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics