|
2017-12-12 13:54:15, 1475 ნახვა
სამხედრო
„დიდგორი 2017“-ის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ დღეს უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2017“-ის ბოლო შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. სწავლების ხელმძღვანელობამ საქართველოს თავდაცვის მინიტრს ლევან იზორიას, „დიდგორი 2017“-ის მიმდინარეობის და განხორციელების შედეგები გააცნო. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე, სახმელეთო ჯარების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლები, ბრიგადის გენერლები შავლეგო ტაბატაძე და გიორგი მათიაშვილი დაესწრნენ. შემაჯამებელი ღონისძიების დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „დიდგორი 2017“-ის შემაჯამებელი ღონისძიების დასასრულს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სწავლების მონაწილეებს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ სერტიფიკატები გადასცეს. „დიდგორი 2017“ სამთავრობო უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება იყო, რომელიც სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებში 13-დან 18 ნოემბრამდე მიმდინარეობდა. მასში სამთავრობო უწყების და არასამთავრობო ორგანიზაციების ათასზე მეტმა წარმომადგენლმა მიიღო მონაწილეობა. სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიზანი გენერალურ შტაბსა და სარდლობებს შორის სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე ურთიერთგაგებისა და კოორდინაციის გაღრმავება, ასევე კრიზისული და საომარი სიტუაციების დროს სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთქმედების ეფექტურების გაძლიერება იყო.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)