20:08 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 16:32:36, 2351 ნახვა

საზოგადოება
ესპანეთში ქართული ღვინო წარადგინეს

 ქართული ღვინის დეგუსტაცია და პრეზენტაცია ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში „ქართული კულტურის დღეების" ფარგლებში გაიმართა.

პრეზენტაციას -  „საქართველო - ღვინის აკვანი" ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გიორგი სიხარულიძე უძღვებოდა.

 მან სტუმრებისთვის ქართული ღვინის შესახებ სემინარიც ჩაატარა, სადაც სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო.

ღონისძიებას სავაჭრო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები, სომელიები  და იმპორტიორები დაესწრნენ.

„ქართულმა ღვინომ საკმაოდ დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა სტუმრებში. დაისვა ბევრი შეკითხვა, რაზედაც დაინტერესებულმა პირებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს. მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის" - აღნიშნა გიორგი სიხარულიძემ.

„ქართული კულტურის დღეები" ალიკანტეში  მოქმედი დიასპორული ასოციაცია „საქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტების" ორგანიზებით გაიმართა.

ხუთდღიან ღონისძიებას ესპანეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩასულ ქართველ ემოგრანტებთან ერთად ადგილობრივი მაცხოვრებლები დაესწრნენ. ღონისძიება ალიკანტეს საგამოფენო ცენტრ "Plaza Seneca"-ში გაიმართა და მასზე ქართულ ღვინოებთან ერთად, ასევე სხვადასხვა მხატვრების ნამუშევრები, ხელნაკეთი ნივთები, სამკაულები და ქართული ფოკლორი იყო წარმოდგენილი.

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics