20:08 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 13:35:03, 1759 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ლუპჩო ნიკოლოვსკის შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის - მაკედონიის სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობისა და წყლის რესურსების მინისტრს, ლუპჩო ნიკოლოვსკის შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ორი ქვეყნის მინისტრებს შორის გამართულ პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველო და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა - მაკედონია ბევრი მსგავსი გამოწვევის წინაშე დგას, რაც ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვან პირობას ქმნის.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა კოლეგას სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები გააცნო და ყურადღება სოფლის განვითარების სტრატეგიაზე გაამახვილა.

„ყოფილ იუგოსლავიის რესპუბლიკაში - მაკედონიაში შესაბამისი სამინისტრო, სოფლის მეურნეობის საკითხებთან ერთად, მოიცავს ტყისა და წყლის რესურსების მართვას; აქვთ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით. მათთვის საინტერესოა საქართველოს გამოცდილება, რომელიც შესაძლოა პირდაპირ გაიზიარონ, ხოლო საქართველოს მხარისთვის ის გამოცდილება, რაც მაკედონიის სოფლის, სატყეო მეურნეობის და წყლის რესურსების სამინისტროს გააჩნია“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტა” გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი ესწრებოდა.

 შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო აგრარულ დარგში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გამოყენების მნიშვნელობას.

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics