|
2017-12-09 16:35:23, 1080 ნახვა
რეგიონი
წალკის მუნიციპალიტეტში სახლი 200 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 200 ეკომიგრანტი ოჯახი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე გახდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი წალკაში კახაძეების ოჯახს ესტუმრა და საცხოვრებელი ფართის დაკანონება პირადად მიულოცა. დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, კახაძეებს მეწყერმა სახლი ხულოს მუნიციპალიტეტში დაუნგრია, რის შემდეგაც ოჯახი წალკაში გადასახლდა და ყველის წარმოება დაიწყო. დროთა განმავლობაში კახაძეებმა საოჯახო ბიზნესი გააფართოეს და საწარმო მშობლიურ ხულოშიც გახსნეს. დღეს, მათი პროდუქცია თითქმის ყველა მსხვილ მაღაზიათა ქსელში იყიდება და ამერიკის სამ შტატში გადის ექსპორტზე. ამ დრომდე, კახაძეების ოჯახს წალკაში საცხოვრებელი ფართი დაკანონებული არ ჰქონდა. ეკომიგრანტი ოჯახებისთვის, 2004-2009 წლებში, შესყიდული სახლების დაკანონების პროცესი მხოლოდ 2015 წელს დაიწყო. მთავრობის განკარგულებით, საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ ოჯახს და მათ შორის კახაძეებს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უკვე გადაეცა.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)