18:12 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-09 10:34:36, 2371 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ნომინაციაში „წლის ქართული პროდუქტი" გამარჯვებულს პრიზი გადასცა

„ჩემთვის დიდი პატივია, გამოვავლინო გამარჯვებული ნომინაციაში „წლის ქართული პროდუქტი" იმიტომ, რომ ყველა ჩვენთაგანისთვის ქართული პროდუქტი ასოცირდება ნატურალურთან, კარგთან, ხარისხიანთან", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პროექტის „ბიზნეს დაჯილდოება 2017"-ის ფინალურ ღონისძიებაზე, რომელიც „თიბისი ბანკისა" და „ჯეოსელის" ორგანიზებით წელს უკვე მეორედ გაიმართა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ბიზნეს დაჯილდოების ორგანიზატორებს უკვე ტრადიციად ქცეული ღონისძიებისათვის და აგრეთვე ყველა იმ მეწარმეს, რომელმაც აღნიშნულ პროექტში მიიღო მონაწილეობა.

„წლის ქართულ პროდუქტად" კომპანია „კულა" დასახელდა. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომპანიის დამფუძნებელს და გენერალურ დირექტორს ივანე გოგლიძეს საპატიო პრიზი გადასცა.

პროექტში განაცხადების მიღება 20 ივნისიდან დაიწყო და  აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდა. სულ პროექტში წელს 661 კომპანია დარეგისტრირდა, მათგან ფინალისტები შემდეგ 6 ნომინაციაში დამოუკიდებელმა ჟიურიმ გამოავლინა:  "წლის ინოვაციური ბიზნესი", "წლის ტურისტული ბიზნესი", "წლის აგრობიზნესი",  "წლის ქართული პროდუქტი", "წლის მცირე ბიზნესი" და „წლის ბიზნესი".

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics