|
2017-12-08 17:25:15, 1982 ნახვა
საზოგადოება
მერია, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ფარგლებში, დამატებით 120 ბავშვს დააფინანსებს
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა, 2018 წლიდან „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, ქვეპროგრამით მოსარგებლე და მომლოდინე ბავშვების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ქვეპროგრამის ფარგლებში, დღეისათვის, უწყვეტ რეჟიმში 700 ბავშვი იღებს მომსახურებას და თითოეულს თბილისის მერია, ყოველთვიურად კომპლექსური თერაპიის 20 სეანსს უფინანსებს. როგორც გელა ჩივიაშვილმა განაცხადა, 2018 წელს დაგეგმილია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამის ბიუჯეტის გაზრდა. „მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებში ვაკანტური ადგილების გაჩენის შემდეგ, 2018 წლიდან დამატებით 120 ბავშვის დაფინანსების შესაძლებლობა გვექნება“, – განაცხადა გელა ჩივიაშვილმა და აღნიშნა, რომ ქვეპროგრამაში მოსარგებლეების ჩართვა ეტაპობრივად მოხდება. მისი თქმით, ქვეპროგრამაში ახალი მოსარგებლეების ჩართვისას უპირატესობა მიენიჭება მომლოდინეთა რიგში მყოფ ასაკით ყველაზე პატარას. ქვეპროგრამის დაწყებიდან, 2015 წლის ივლისიდან, მისი ბიუჯეტი 6-ჯერ გაიზარდა და 2018 წელს 3 300 000 ლარი იქნება. „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან თბილისში რეგისტრაციის მქონე 2-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეები. (NS)
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)