18:12 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-07 11:30:07, 2198 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრებს შეხვდა

მაკროეკონომიკური მდგომარეობასა და ფინანსთა სამინისტროში მომავალი წლიდან დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრებთან შეხვედრისას.
 
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ბიზნეს სექტორთან აქტიური კომუნიკაცია და შეხვედრები კვლავ გაგრძელდება. მისი თქმით, 2018 წელს რეფორმების გარდა, იგეგმება  მნიშვნელოვანი ცვლილებები ხარისხობრივ ნაწილში, რათა არსებული პროცესები, მათ შორის, საბაჟო მიმართულებით, გახდეს უფრო დახვეწილი და თანამედროვე.
 
„ჩვენ ვისაუბრეთ იმ რეფორმაზე, რომელიც მომავალი წლიდან დაგეგმილია ფინანსთა სამინისტროში, მათ შორისაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც დამატებული ღირებულების გადასახადის  ზედმეტობის დაბრუნების პროცედურების ავტომატიზებული სისტემის დანერგვას ითვალისწინებს. მუშავდება სისტემა, რათა მეწარმეს არანაირ დამატებით ბიუროკრატიასთან არ ჰქონდეს შეხება და მხოლოდ ელექტრონული განაცხადის შევსების საფუძველზე, შესაძლებელი იყოს დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება 5-7 სამუშაო დღეში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშუალო და მცირე ბიზნესისთვის, მათი საქმიანობის სტიმულირებისთვის, რადგან ბიზნესს ექნება დამატებითი ფინანსური რესურსი განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრაზე ჩვენ მოვისმინეთ ძალიან საინტერესო მოსაზრებები და შევთანხმდით, რომ ურთიერთობა ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
 
„ესაა საჯარო კერძო დიალოგის ძალიან კარგი მაგალითი. შეხვედრაზე განვიხილეთ ბევრი საკითხი, რომელიც აქტუალური იყო კერძო სექტორისთვის, ასევე, მოხდა  განბაჟების დროებითი სისტემის, „ATA წიგნაკის", რომელსაც სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ფინანსთა სამინისტრო ერთობლივი თანამშრომლობით ახორციელებენ, პრეზენტაცია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და იყო ძალიან აქტიური ჩართულობა ასოციაციების მხრიდან", - აღნიშნა სავაჭრო- სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა.  
 
პალატის საბჭოს წევრები, ასევე, გაეცნენ ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობას.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics