13:41 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 21:28:36, 2132 ნახვა

საზოგადოება
გუმათჰესი 2-ის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, გუმათჰესი 2-ის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავების პროცესი მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და  ტერიტორიის მონიტორინგს განახორციელებს.

„ხანძრის ქრობის პროცესში 40-მდე მეხანძრე-მაშველი,  8 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და  შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველო მონაწილეობდა.

პირველადი ინფორმაციით, მომხდარი აფეთქების შედეგად, გუმათჰესი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 18 ტონამდე საწვავი დაიღვარა. ხანძარი გაუჩნდა ზეთის ტრანსფორმატორს.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები სრულყოფილ ინსპექტირებას განახორციელებენ იმის დასადგენად, თუ რა მასშტაბის ზიანი მიადგა გარემოს. შედეგებიდან გამომდინარე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი შესაბამის ზომებს მიიღებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics