2017-12-04 18:22:55, 2515 ნახვა
პოლიტიკა
შალვა თადუმაძის ინფორმაციით, გარემოს დაცვის სამინისტრო ცალკე უწყებად არ დარჩება
გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუერთდება და ის ცალკე აუწყებად არ დარჩება.
ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გარემოს დაცვის პროგრამებთან დაკავშირებით განსაკუთრებული გარანტიები განისაზღვრება. ასევე, თადუმაძის განმარტებით, გარემოს დაცვის ბიუჯეტი არ შემცირდება:
„გარანტირებული იქნება ის, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შემცირდება გარემოს პროგრამების ბიუჯეტი, ის არასოდეს არ იქნება წინა წელზე უფრო ნაკლები. გარანტიები, რომ სახელმწიფოსათვის პრიორიტეტულია გარემოს დაცვა, ეს დაფიქსირდება კანონის დონეზე", - განაცხადა შალვა თადუმაძემ.
სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით, გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს.
ავტორი: ,