02:08 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 18:45:49, 382 ნახვა

პოლიტიკა
ევროინტეგრაციის მინისტრის პირველი მოადგილე ისრაელის დელეგაციას შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა შეხვედრა გამართა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე, საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობების მიმდინარეობასა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს.

სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ისრაელის მხარეს მადლობა გადაუხადა  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკისა და სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის. არჩილ ყარაულაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და ისაუბრა იმ მოლოდინებზე, რომელიც საქართველოს აქვს როგორც მოახლოებული აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგის სამიტის, ასევე, 2016 წ. ნატო-ს ვარშავის სამიტისადმი. ასევე, საუბარი  შეეხო რუსეთის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. „ხელშეკრულებების“ გაფორმებიდან მომდინარე საფრთხეებსა და უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების მდგომარეობას.

თავის მხრივ, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წარმომადგენლებმა კვლავ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics