03:04 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-30 19:27:02, 2172 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და საქართველოში ევროკავშირის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების მიმდინარეობა განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა.   

როგორც ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ევროკავშირი უწევს საქართველოს როგორც  ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის მეშვეობით, ისე საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამებისა და ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების მიმართულებით. 

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას და  მისი იმპლემენტაციის ღონისძიებებს. 

მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურების საკითხებზე შეთანხმდნენ. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics