03:04 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-30 11:59:57, 1875 ნახვა

ეკონომიკა
თელ-ავივის საფონდო ბირჟაზე ლისტირებული კომპანიის - „ბრიმაგ ჯგუფის“ და „ელიტ ელექტრონიქსის“ წლიური შეხვედრა საქართველოში შედგა

29 ნოემბერს "ელიტ ელექტრონიქსის" აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელმა ბიზნეს ჯგუფმა ისრაელიდან - „ბრიმაგმა“ ყოველწლიური სამუშაო შეხვედრა, საქართველოში გამართა.

შეხვედრაზე შეჯამდა „ბრიმაგ“ ჯგუფის მიმდინარე წლის მიღწევები ბიზნეს განვითარების კუთხით და ახალი პროექტები.

წლიურ ანგარიშგებაზე განხილულ იქნა მიმდინარე წელი „ბრიმაგ“ ჯგუფისთვის. ასევე მოსალოდნელი დამატებითი ინვესტიციები საქართველოში. ჯგუფი განიხილავს მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტს ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობის თაობაზე.  შეხვედრაზე “ელიტ ელექტრონიქსმა” წლიური ანგარიში წარადგინა.

„ბრიმაგ“ ჯგუფი „ელიტ ელექტრონიქსთან“ ერთად ინვესტიციებს ახორციელებს  რამოდენიმე მიმართულებით. წელს თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდა სამზარეულოს ავეჯის მწარმოებელ მსოფლიოს #1 ბრენდთან, გერმანულ კომპანია „nobilia“-სთან, რომელიც საქართველოში მომავალი წლიდან გამოჩნდება.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლიდან „ელიტ ელექტრონიქსის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა „ბრიმაგ ჯგუფი“, რომელმაც რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა კომპანიაში.

„ბრიმაგ ჯგუფი“ ევროპის და ისრაელის ბაზარზე ელექტრო ტექნიკის წარმოების და გაყიდვების ერთ-ერთ უმსხვილეს ქსელს ფლობს. „ბრიმაგ  ჯგუფის“ აქციები თელ-ავივის საფონდო ბირჟის ლისტინგშია რეგისტრირებული.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics