02:13 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 19:23:51, 2241 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი EBRD-ს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

დიმიტრი ქუმსიშვილი EBRD-ს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ალან პიუსთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. 

მხარეებმა ფორუმის მნიშვნელობა შეაფასეს და ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომელსაც EBRD ქართულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით ახორციელებს. როგორც ალან პიუმ შეხვედრაზე აღნიშნა, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საქართველო მეორე ტალღის რეფორმების ლიდერია. მისი განცხადებით, საქართველოს პროგრესი, მისი მთავრობის საქმიანობა და რეფორმები, ასევე ღია ბაზარი და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები სხვადასხვა ქვეყნებთან ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია. 

EBRD-ს ვიცე-პრეზიდენტმა დიმიტრი ქუმსიშვილთან საუბრისას ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში მიმდინარე რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველოს აქვს განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი. შეხვედრაზე ითქვა, რომ EBRD წელს 3 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა ალან პიუს მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, EBRD საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, რომელთა საინვესტიციო მოცულობა ასეულობით მილიონი ევროა. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, აბრეშუმის გზის ფორუმი, რომლის ერთ-ერთი სპონსორი სწორედ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია, არის საუკეთესო პლატფორმა იმისთვის, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან კიდევ უფრო მეტი, მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს საქართველოში.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics