02:13 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 19:18:45, 2075 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე: მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი უწევს როგორც საჯარო ისე კერძო სექტორს

მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი უწევს  როგორც საჯარო ისე კერძო სექტორს ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საინვესტიციო ბანკსა და კრედო ბანკს შორის ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალის შემდეგ განაცხადა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მისასალმებელია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი სუვერენული კრედიტების პარალელურად, ავითარებს თავის შესაძლებლობებს კერძო სექტორთან მიმართებაში.

"დღეს, ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, ევროპის საინვესტიციო ბანკი კრედო ბანკს 5 მლნ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს. თანხა, ძირითადად, მოხმარდება კრედიტების გაცემას ჩვენი მცირე მეწარმეებისთვის და ფერმერებისთვის. ზოგადად, მიკროსესხების წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი ეკონომიკა გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი.  სუვერენული სესხების ნაწილში გვაქვს ძალიან კარგი პროგრესი. ევროპის საინვესტიციო ბანკი, რომელიც ჩვენი აქტიური დონორია, გვეხმარება განვავითაროთ ჩვენი ინფრასტრუქტურა. პარალელურად, მნიშვნელოვანია კერძო სექტორში ევროპის საინვესტიციო ბანკის პორტფელის გაფართოება, რაც ცალსახად მისასალმებელია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკს ამ მხარდაჭერისთვის," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics