|
2017-11-29 18:16:25, 1710 ნახვა
ეკონომიკა
ევროპის საინვესტიციო ბანკი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის 8 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. ვაზილ ჰუდაკმა საქართველოში გამართული ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საზოგადოებას დასრულებული და სამომავლო პროექტები გააცნო. ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად 8 მილიარდი ევროს გამოყოფა იგეგმება: „2016 წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებში რეკორდული რაოდენობის ინვესტიცია განვახორციელეთ (1.6 მილიარდი ევრო). ჩვენი მიზანია საქართველოში, სომხეთში, მოლდოვასა და უკრაინაში 8 მილიარდი ევროს კრედიტი გამოვყოთ“, - განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა. ვაზილ ჰუდაკის განცხადებით, ევროკავშირი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები სხვადასხვა სფეროში მჭიდროდ თანამშრომლობენ. მათ შორისა სატრანსპორტო უსაფრთხოება და ეკონომიკური კავშირები. „სიმბოლურია, რომ ფორუმი საქართველოში იმართება. საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ქვეყანაა, ეს არის მზარდი სახელმწიფო, რომელიც მოდერნიზაციას და ტრანსფორმაციას განიცდის. ჩვენ გრძელვადიანი ინვესტორები ვართ და ინვესტიციას მხოლოდ სტაბილურ, მომავლის მქონე ქვეყნებში ვახორციელებთ“, - აღნიშნა ვაზილ ჰუდაკმა. ვაზილ ჰუდაკმა გამოსვლაში ევროპის საინვესტიციო ბანკის საქართველოში ათწლიანი საქმიანობა შეაჯამა. ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში 21 პროექტი 1,6 მილიარდით დაფინანსდა: „ჩვენ ხელს ვუწყობთ, რომ საქართველომ გააფართოოს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირელი დერეფანი და გახდეს ეკონომიკური და ბიზნეს ჰაბი. მჭიდროდ ვმუშაობთ აზიის ინვესტიციების ბანკთან. საქართველოში 114 მილიონის ღირებულების ბათუმის შემოვლითი გზის პროექტია დამტკიცებული. სატრანსპორტო პროექტების განვითარების მიზნით ევროპის საინვესტიციო ბანკს 3 დიდი პროექტი აქვს, რომლის ღირებულება 750 მლნ. ევროა. ეს პროექტები ხელს უწყობს საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის გაუმჯობესებას“,- განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა. „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს ევროპულ არჩევანზეც ისაუბრა: „საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს დავესწარით. ეს სამიტი იყო ამ რეგიონის, განსაკუთრებით კი საქართველოს ევროპული ხედვის კიდევ ერთი დადასტურება. ეკონომიკური და სოციალური განვითარება და ტრანსფორმაციის ხელშეწყობა ჩვენი ერთობლივი საქმიანობის მთავარი ამოსავალი წერტილია, რომელსაც შეუძლია აღმოსავლეთ სამეზობლოს კეთილდღეობა, სტაბილურობა უზრუნველყოს“, - განაცხადა მან. (NS)
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





