|
2017-11-29 17:45:21, 1688 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმის სტუმრებს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო
საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აბრეშუმის გზის ფორუმის მონაწილეებს საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემო და ამ მხრივ არსებული პოტენციალი გააცნო. მინისტრმა ამის შესახებ პანელზე გამოიყენე საინვესტიციო შესაძლებლობები (1-ლი სესია: საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობები) გამოსვლისას ისაუბრა. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, საქართველოში უცხოური ინვესტიციების დივერსიფიცირება მოხდა, დაწყებული სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სფეროდან, ასევე რესტორნების და სასტუმროების მიმართულებით, რაც საკმაოდ მომხიბვლელი სექტორი გახდა. „2017 წლისთვის ჩვენ ველოდებით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს მთლიანი შიდა პროდუქტის 7.7 პროცენტის ფარგლებში. ეს იქნება კიდევ ერთი საშუალება, რომ შეიქმნას პოზიტიური ტენდენცია. რა ახდენს ზემოქმედებას მასზე? როგორ შეუძლია საქართველოს ეკონომიკამ თავისი მუშაობით ეს სფერო გამოასწოროს? რეალური ექსპორტი იზრდება 20%-ით, ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი. პრაქტიკულად ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო ხელსაყრელი ხდება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა დასაქმების საკითხზეც, კერძოდ, როგორც მან აღნიშნა - „2017 წლისთვის ჩვენ ქართულ ეკონომიკაში, კერძო სექტორში, 5% ით მეტი სამუშაო ადგილი შევქმენით და ამავდროულად გამოშვება და ბრუნვა გაიზარდა 18 %-ით. ამავდროულად უმუშევრობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელების შედეგად პოზიტიურ შედეგებზე გავედით 2015-2016 წლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად“.
(NS)
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





