01:00 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 17:33:05, 1887 ნახვა

პოლიტიკა
კარლ ერიავეცი: საქართველო განიხილება როგორც ქვეყანა, რომელიც ყველაზე კარგად არის მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად

 „ასოცირების დღის წესრიგის სრული და ეფექტიანი განხორციელება, თვალსაზრისით საქართველო ლიდერია  „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატში. ევროკავშირის მხრიდან, საქართველო განიხილება  როგორც ქვეყანა, რომელიც ყველაზე კარგად არის მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად",- ამის შესახებ სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ერიავეცმა განაცხადა. 

​კარლ ერიავეცმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიერ საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში გაღებული მნიშვნელოვანი წვლილი და კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვენიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანისა და მისწრაფებების მიმართ. სლოვენიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს ევროკავშირთან სამართლებრივ, ინსტიტუციურ თუ დარგობრივ თავსებადობის მიღწევაში მაქსიმალურ თანადგომა აღუთქვა.

კარლ ერიავემცმა მიხეილ ჯანელიძე, მომავალ წელს, საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთოებების დამყარების 25 წლისთავის აღსანიშნავად სლოვენიაში მიიწვია. მან გამოთქვა  მზადყოფნა, რომ მიხეილ ჯანელიძის სლოვენიაში ვიზიტის დროს დაიგეგმოს ბიზნეს ფორუმი, რომელიც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების  და ინვესტიციების განხორციელებას შეუწყობს ხელს.
 
სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, სლოვენიის რესპუბლიკის ქართველ ხალხს ბათუმში ხანძრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა.

სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ერიავეცი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით თბილისს " თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ღონისძიების  ფარგლებში  ეწვია.  თბილისში „აბრეშუმის გზის" ფორუმი  28-29 ნოემბერს მიმდინარეობს და მასში  მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი  მონაწილეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics