16:05 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 19:27:46, 1890 ნახვა

ეკონომიკა
ბრუნო ბალვანერამ საქართველოში ენერგეტიკის სფეროში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროექტებზე ისაუბრა

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“   ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში  ბრუნო ბალვანერა სიტყვით  გამოვიდა.  

მან მონაწილეობა მიიღო პანელში „რეგიონთაშორისი შესაძლებლობები ენერგეტიკის მიმართულებით“, სადაც საქართველოსა და რეგიონში განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა.

„საქართველოში ჩვენ  394 მეგავატი წყლის ენერგია შევქმენით. პროექტები მოიცავდა „ენგურის“, „აჭარისწყალისა“ და „ფარავანის“ ჰიდროელექტროსადგურებს. ამჯერად ჩვენ ვმუშაობთ უზარმაზარ პროექტზე - „ნენსკრას“ ჰიდროელექტროსადგურზე, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდი ჰიდროკონსტრუქცია იქნება.  საუბარია მილიარდობით დოლარის ინვესტიციაზე. ჩვენ გვყავს პროფესიონალების გუნდი, რომელიც უსმენს საზოგადოებას და განიხილავს და უმკლავდება გამოწვევებს“, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა  სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის განხორციელებული პროექტის შესახებ ისაუბრა და თავის გამოსვლაში შახ-დენიზის პროექტი მიმოიხილა.

მისი ინფორმაციით, ერთი თვის წინ EBRD-მა ხელი მოაწერა 25 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ ფინანსურ პროექტს (500 მილიონი დოლარის ღირებულების).

როგორც მან აღნიშნა, ეს არის EBRD-ის  უდიდესი წვლილი ამ პროექტში, რომელიც უზრუნველყოფს შახ-დენიზიდან კასპიის ზღვის,  აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით იტალიაში ბუნებრივი აირის  ტრანსპორტირებას. 

„ეს პროექტი ისტორიაში ყველაზე დიდ ტრანზაქციად აღიარა  კომპანია BP-მ“,-აღნიშნა მან.  

ბრუნო ბალვანერას განცხადებით,  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის განახლებად ენერგიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

   „ჩვენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში დაწყებული გვაქვს წყლის ენერგიის გამოყენება, რომლის პოტენციალიც საქართველოსგან განსხვავებით ბევრ ქვეყანას არ გააჩნია. ასევე, მნიშვნელოვანია ქარისა და მზის განახლებადი ენერგია.“

ბრუნო ბალვანერას განცხადებით, ქარის, მზის და წყლის ენერგიის მიმართულებით EBRD -ის პროექტებიდან  პირველი ადგილი უკავია პოლონეთს, მეორე ადგილი-რუმინეთს, მესამე-საქართველოს.

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ Farizon-ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს – გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ავიაკომპანია Red Wings-მა საქართველოში დამატებით რუსეთის 20-მდე ქალაქიდან ფრენის ნებართვა მოითხოვა
სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics