2017-11-27 19:55:07, 2341 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი თემა სპეცოპერაცია იქნება
ხვალ, შემდგომი საქმიანობის დაგეგმვის მიზნით, საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაცია იქნება.
სესიაშვილი ამბობს, რომ გამოძიება 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, რომელშიც ამერიკული მხარეცაა ჩართული.
"პოლიტიკური სპეკულირება უადგილოა, რადგან ყველა კარგად ვხვდებით, ეს თემა მგრძნობიარეა და დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის საერთო ინტერესებთან. როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება, ინფორმირებულობა მყისიერად მოხდება და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პარლამენტისა და შესაბამისი ინსტიტუტების",-აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
ნდობის ჯგუფის შეხვედრა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სათათბირო ოთახში, 10:00 საათზე დაიწყება.
ავტორი: ,