|
2017-11-24 13:03:02, 1252 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია ფრანგულ ფრეგატზე გამართულ მიღებას დაესწრო
ბათუმის პორტში საფრანგეთის სამხედრო ხომალდი „გეპრატი“ შემოვიდა. ფრანგულ ფრეგატზე გამართულ მიღებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო. გემის მეთაურმა, I რანგის კაპიტანტმა ჟაკ მალარმა თავდაცვის მინისტრს სამხედრო ხომალდი დაათვალიერებინა და მისი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები გააცნო. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ფრანგული სამხედრო გემის ვიზიტის ფარგლებში ერთობლივი სახომალდე სწავლებები გაიმართება, რომელიც პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, ასევე ცეცხლთან და წყალთან ბრძოლის ელემენტებს მოიცავს. „ფრანგული სამხედრო ხომალდის სტუმრობა საქართველოში საქართველოსა და საფრანგეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მაგალითია. მსგავსი ვიზიტები საქართველოს მიმართ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების ინტერესს და მხარდაჭერას ადასტურებს და თანამშრომლობა საფრანგეთთან კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება. ხომალდი „გეპრატი“ ერთ-ერთია „ლა ფაიეტის“ კლასის იმ უმსხვილესი გემებიდან, რომელსაც საფრანგეთის ეროვნული საზღვაო ფლოტი ფლობს. გემი 1999 წლის 3 დეკემბერს შევიდა ექსპლუატაციაში და პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთი გმირის, ვიცე-ადმირალის, ემილ გეპრატის პატივსაცემად, მისი სახელი ეწოდა. დღეს ხომალდის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია სპეციალური თუ ჰუმანიტარული მისიის შესრულება და საზღვაო ვაჭრობის ხელშეწყობაა“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)