11:09 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-22 20:18:23, 2133 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე სპეცოპერაციის ადგილზე იმყოფებოდა

თბილისის მერი კახა კალაძე ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ სპეციალური ოპერაცია ჩატარდა.

დედაქალაქის მერი ადგილზე არსებულ სიტუაციას გაეცნო და დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

"მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახსა და ახლობლებს. რაც შეეხება არსებულ სიტუაციას, უკვე გავაკეთეთ განცხადება და ოჯახებმა, ვისაც საცხოვრებელი ფართების პრობლემა აქვთ, უნდა მიმართონ ისნის გამგეობას, ან დაუკავშირდნენ თბილისის მერიის ცხელ ხაზს. ჩვენ საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ. შესაბამისად, საცხოვრებელი ფართით ყველა ადამიანი დაკმაყოფილდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, არსებული ვითარების შესახებ დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას შესაბამისი სამსახურები მიაწვდიან.

(NS) 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამინისტროების დაფინანსება 2027 წელს იზრდება
სიახლე თიბისის მობაილბანკში - ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
2027 წლიდან პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანაზღაურება 208 200 ლარი იქნება
Axios: რუბიომ მოითხოვა ირანის დელეგაციის დაუყოვნებლივ გამგზავრება აშშ-დან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics