|
2015-05-06 18:08:21, 359 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, სხდომაზე 6 საკითხი განიხილეს. სხდომაზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობის პირველი კვარტლის ანგარიში წარმოადგინა. უწყება 3 პროგრამას და 10 ქვეპროგრამას ახორციელებს, რომლის ბიუჯეტიც 3 488 100 ლარია. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ მთავრობის სხდომაზე სამინისტროს საქმიანობის პირველი კვარტლის ანგარიშის ფარგლებში სხვადასხვა პროგრამით დაფინანსებული სოციალურ დახმარებებისა და გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა. სამინისტროს 2015 წლის I კვარტლის ბიუჯეტი განისაზღვრა 2 376 947 ლარით, ხოლო ფაქტიურმა ხარჯმა შეადგინა 1 576 227 ლარი, რაც გეგმის 66%-ია. “ ჩვენი ვალდებულება მთავრობის წინაშე მთლიანად შესრულებულია. მოსახლეობის მომართვიანობა ჯანდაცვის პროგრამებში გაზრდილია.სხდომაზე ვისაუბრეთ მაღალმთიან აჭარაში შექმნილ პრობლემებზეც, რომელიც „ევექსის“ გადაწყვეტილებას უკავშირდება. მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. დღეს უკვე შუახევში მობილიზებულია და მუშაობს ქირურგი, ადგილობრივი მეანგინეკოლოგი. მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ არსებული რეჟიმი შენარჩუნდეს, რათა „ევექსმა შეასრულოს ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები“, - აღნიშნა ნუგზარ სურმანიძემ. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა სამინისტროს 2015 წლის პირველი კვარტლის დაზუსტებული გეგმის შესახებ ისაუბრა. გეგმა განისაზღვრა 7 790 484 ლარით, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 6 340 817 ლარი, რაც გეგმის 81,3 %- ია. სამინისტრო ახორციელებს 10 პროგრამას. მათ შორის, განათლების მიმართულებით ხორციელდება 3 პროგრამა და 11 ქვეპროგრამა, ხოლო კულტურის მიმართულებით- 4 პროგრამა და 1 ქვეპროგრამა, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ხორციელდება 2 პროგრამა და 16 ქვეპროგრამა, ხოლო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით 1 პროგრამა და 2 ქვეპროგრამა. „განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კვარტალური შესრულება 81 %-ია, რაც ჩემი აზრით კარგი შედეგია. ნაწილი ეკონომიის ხარჯზე გამოვიდა, რადგან რებილიტაცია-მშენებლობების ლომის წილი არის აქ. ამავდროულად, არსებობს გარკვეული საკითხები რომლის შესრულების ვადების კვარტალში ჩატევა გაგვიჭირდა. ვფიქრობ, ჩვენი მონდომების კვალობაზე მიღებული შედეგი მისაღებია“, - განაცხადა გიორგი თავამაიშვილმა. დღევანდელ სხდომაზე ასევე მოხსენებით წარსდგა აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი რომანაძე. „ფინანსთა და ეკონომოკის სამინისტროს პირველი კვარტლის სამუშაოების შესრულების მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია. საშუალოდ კვარტლის შესრულება ბიუჯეტის ნაწილში შეადგენს 83 %-ს“,- განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ დავით ბალაძემ.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)