11:01 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 20:22:17, 2058 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევში, მახალდიანის #28-ში საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, მახალდიანის  #28-ში, სადაც 8 ოჯახი ცხოვრობს, საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დასრულდა.

 შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.

გამგებელი ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეხვდა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ მათი აზრი მოისმინა.

„მახალდიანის ქუჩაზე, თბილისურ ეზოში გავამაგრეთ საცხოვრებელი სახლი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის ფასადს. დაახლოებით 70 წლისაა ეს შენობა და წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო. რაიონში მწვავედ დგას ავარიული შენობების პრობლემა და ჩვენთვის პრიორიტეტულია მსგავსი პროექტების განხორციელება“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი და სარემონტო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 57 825 ლარი გამოიყო.

ინფრასტრუქტურული პროექტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამინისტროების დაფინანსება 2027 წელს იზრდება
სიახლე თიბისის მობაილბანკში - ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
2027 წლიდან პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანაზღაურება 208 200 ლარი იქნება
Axios: რუბიომ მოითხოვა ირანის დელეგაციის დაუყოვნებლივ გამგზავრება აშშ-დან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics