|
2017-11-18 18:03:12, 2370 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში ქართული ყველის ფესტივალი გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში, ვარდების მოედანზე, უკვე ტრადიციად ქცეული ყველის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა. წელს ფესტივალში ყველის მწარმოებელმა 50 კომპანიამ, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა მიიღეს მონაწილეობა და როგორც ტრადიციული, უძველესი რეცეპტებით დამზადებული ქართული ყველის სახეობები, ასევე, საქართველოში წარმოებული ევროპული, ბრენდირებული ყველის ანალოგები შესთავაზეს ფესტივალის სტუმრებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ტრადიციად ქცეული ყველის ფესტივალი ქართული ყველის პოპულარიზაციას, საუკუნეების მანძილზე დაკარგული სახეობების აღორძინებას და მწარმოებელთა მარკეტინგულ ხელშეწყობას ემსახურება. „მისასალმებელი საქმეა, რომ ქართული ყველის ფესტივალი უკვე ტრადიციად იქცა და რომ ფესტივალში ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ფერმერი მონაწილეობს. საქართველოში ყველის წარმოების კულტურა ისეთივე უძველესია, როგორც ღვინის. ქართულ პროდუქტებს შორის ქართულ ყველს ერთ-ერთი საპატიო ადგილი უჭირავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის აუცილებლად გახდება ცნობადი ბრენდი და საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს საერთაშორისო ბაზრებზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. წელს ქართული ყველის ფესტივალის ფარგლებში, ყველის ოსტატებმა დამთვალიერებელს ყველის ამოყვანის მეთოდები, ასევე, დამბალ ხაჭოს, მუჩლისა და ყველის სხვა სახეობების დამზადების პროცესი გააცნეს. გაიმართა საქართველოში წარმოებული ყველის მრავალი სახეობის, მათ შორის, დამბალ-ხაჭო, მუჩლი, გუდა, ჩეჩილი, ჩლეჩილი, ჩოგი, ტენილი, ნარჩვი, სულგუნი, თაფლში და ღვინოში დავარგებული ყველი, ყველის როლები სხვადასხვა გულსართით, შებოლილი ყველი, ჭაჭამოდებული, თხის ყველის ნაირსახეობების დეგუსტაცია და გაყიდვა. ღონისძიების ფარგლებში, საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს ქართული ღვინისა და თაფლის მწარმოებელმა კომპანიებმაც. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად ახორციელებს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების, მათ შორის, ქართული ყველის წარმოების განვითარების ხელშეწყობას, ტრადიციების აღდგენას და ცნობადობის ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას.
(NS)
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)