|
2017-11-17 19:05:47, 2184 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში დასაქმდებიან
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას ანაკლიის განვითარების კონსორციუმის და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერმინალ-ოპერატორის, უმსხვილესი ამერიკული კომპანიის SSA Marine - ის წარმომადგენლები ეწვივნენ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლები ჯერ ანაკლიას, შემდეგ კი ბათუმს ესტუმრნენ, საზღვაო აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ. ამერიკული კომპანიის SSA Marine-ის ვიცე-პრეზიდენტის სკიპ საჰლინის განცხადებით, ბათუმის საზღვაო აკადემიას ძალიან დიდი პოტენციალი და საუკეთესო პირობები აქვს პრაქტიკული მეცადინეობისთვის. მისი თქმით, სწორედ ბათუმის საზღვაო აკადემიის ბაზა გახდება ის ადგილი, სადაც ანაკლიის პორტის მომავალი პერსონალი გადამზადდება. „საზღვაო აკადემიასთან აქტიურ თანამშრომლობას ვგეგმავთ. მომავალში ორი წლის განმავლობაში პერსონალის ავიყვანთ და მათ დასაქმებაზე ვიზრუნებთ“,- განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა. ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორმა საზღვაო აკადემიასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე, აკადემიის სტუდენტების პორტში დასაქმებასა და პერსონალის გადამზადებაზე ისაუბრა. „ბათუმის საზღვაო აკადემია მარტო მეზღვაურების განათლებაზე არ ზრუნავს. სწორედ ამიტომ დაინტერესდა ანაკლიის პორტი ჩვენი სასწავლებლით და სურთ ჩვენი კურსდამთავრებულები წაიყვანონ სამუშაოდ და დაასაქმონ ანაკლიის პორტში. ასევე ვმუშაობთ იმაზეც, რომ საზღვაო აკადემიის ბაზაზე გადავამზადოთ სხვადასხვა კადრები. ჩვენთვის ეს მისაღებია და მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის. ეს იქნება ფინანსურად კარგი და დამატებითი შემოსავლის მომცემი და პრიორიტეტული მიმართულება მომავალი თანამშრომლობისთვის“,- განაცხადა ირაკლი შარაბიძემ. (NS)
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)