|
2017-11-17 16:32:13, 1906 ნახვა
ეკონომიკა
„საბერძნეთის პეტროლიუმი“ „ვისოლ ჯგუფთან“ პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს
საქართველოს საბერძნეთის პეტროლიუმის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი გრიგორის სტერგიოულისი ეწვია. მან დღეს თბილისში, ვაჟა ფშაველას #27-ში, მდებარე “ეკოს” ავტოგასამართი სადგური მოინახულა. საბერძნეთის პეტროლიუმის პრეზიდენტი საქართველოში "ვისოლ ჯგუფთან" სამომავლო გეგმების განსახილველად ჩამოვიდა. "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, კომპანიას საკმაოდ საინტერესო გეგმები აქვს, რომელიც საქართველოში მეტი ინვესტიციის განხორციელებას უკავშირდება. "ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ საქართველოს სტუმრობს საბერძნეთის პეტროლიუმის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი. საბერძნეთის პეტროლიუმი არის არა მარტო საბერძნეთში ყველაზე დიდი კომპანია, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი ინდუსტრიული და კომერციული ჯგუფი. ჩვენ საკმაოდ საინტერესო გეგმები და მიზნები გვაქვს ამ კომპანიასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ არიან ჩამოსულები უკვე პრეზიდენტის ხელმძღვანელობით და დღეს და ხვალ იქნება სწორედ ჩვენს მომავალ გეგმებზე საუბარი. შევეცდებით, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ ამ ქვეყნისთვის და უფრო მეტი ინვესტიციები ჩაიდოს ამ ქვეყანაში",-აღნიშნა სოსო ფხაკაძემ. საბერძნეთის პეტროლიუმის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის გრიგორის სტერგიოულისის განცხადებით, მათ "ვისოლ ჯგუფის" სახით საუკეთესო პარტნიორი ჰყავთ. ამასთან, გრიგორის სტერგიოულისის თქმით, საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებენ: "ეს კვირა ჩემთვის სიურპრიზებით არის სავსე. პირველი სიურპრიზი იყო, საქართველოს მეგობრული დამოკიდებულება. თავს ვგრძნობ ისე, როგორც სახლში. მეორე სიურპრიზი იყო ის, რომ ჩვენ გვყავს საუკეთესო პარტნიორი "ვისოლ ჯგუფის" სახით და მესამე დიდი სიურპრიზი - ქვეყანა არის ძალიან განვითარებული და შესაძლებლობებით სავსე. მე დავავალებ ჩვენს ჯგუფს საბერძნეთში, გადახედონ სამომავლო გეგმებს და შესაძლებლობებს იმისათვის, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება მოხდეს, რის შედეგადაც ამ ქვეყნის მოსახლეობას შევთავაზოთ მაღალი ხარისხის პროდუქცია და მომსახურება, რადგან ამას იმსახურებენ და რადგან მგონია, რომ ჩვენ საუკეთესოები ვართ. ამ გადმოსახედიდან 1 წელში ჩვენ გამოვაცხადებთ შედეგებს. "ჰელენიკ პეტროლიუმი" არის ყველაზე დიდი კომერციული და ინდუსტრიული კომპლექსი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. არის ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს. საქართველოს გააჩნია ძალიან დინამიური ბაზარი, ამიტომ იმედი გვაქვს, ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ ამ სფეროთი არ შემოიფარგლება",-განაცხადა საბერძნეთის პეტროლიუმის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გრიგორის სტერგიოულისმა. „ვისოლ ჯგუფმა“ საქართველოს ბაზარზე ბერძნული "ეკო" 2017 წლის ნოემბერში დააბრუნა. კერძოდ, "ვისოლ ჯგუფმა" საბერძნეთის პეტროლიუმთან, საბერძნეთში ენერგეტიკის სფეროში ყველაზე მსხვილ ბიზნეს ჯგუფთან, ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება გააფორმა და "ეკოს" ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო. "ეკოს" პირველი პილოტური ავტოგასამართი სადგური თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში გაიხსნა. ავტოგასამართ სადგურზე "ეკოს" უმაღლესი ხარისხის საწვავის სრული სპექტრია წარმოდგენილი. "ვისოლ ჯგუფი" ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს ჯგუფია საქართველოში, რომელმაც არა მხოლოდ ენერგეტიკის თითქმის ყველა სფერო მოიცვა, არამედ სამშენებლო, სარეკლამო, სასტუმროების, სუპერმარკეტებისა და სწრაფი კვების რესტორნების ბიზნესსაც ავითარებს. "ვისოლ ჯგუფი" ასევე ერთადერთი ქართული ბრენდია, რომელიც 2010 წელს ევროპის ბიზნეს დაჯილდოებაზე წარმატებულ ევროპულ კომპანიათა ათეულში შევიდა.
(R)
გიგა ფარულავა - ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
რუსულმა დარტყმამ უკრაინაში გერმანული კომპანია Kärcher-ის კუთვნილი საწყობი გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)