01:38 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 14:31:14, 674 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერმა მოადგილეები წარადგინა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ თანამშრომლებს მოადგილეები წარუდგინა.

ომარ ტაკიძე და რუსუდან შავაძე უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან შეუდგებიან.

ომარ ტაკიძე დაიბადა 10.05.1973 წ. შუახევის რაიონის სოფ. ნაღვარევში; დაამთავრა შუახევის შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა; 1991-1993 წწ. სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა - მათემატიკის ფაკულტეტზე; 1993-1996 წწ. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ზოგადტექნიკური დისციპლინებისა და შრომის სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება: 2016-2017 წწ. შპს ,,ეკონომია“-ს დირექტორი; 2003-2016წწ. ეწეოდა ინდივიდუალურ სამეწარმეო საქმიანობას; 2012-2014 წწ ქ.ბათუმის საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს წევრი;  2012-2014წწ. აღმაშენებლის უბნის საზოგადოებრივი დარბაზის ხელმძღვანელი. ჩაბარებული აქვს საჯარო მოხელის გამოცდა, გავლილი აქვს თვითმმართველობის ტრენინგები და საგადასახაო და საბუღალტო აღრიცხვის კურსები.

რუსუდან შავაძე დაიბადა 13.12.1975 წ. შუახევის რაიონში; დაამთავრა შუახევის შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა; 1993-1999 წწ. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე; 2003-2007 წწ. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება: 1994-2007 წწ. სოფელ ჩანჩხალოს საჯარო სკოლა- ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 2005-2006 წწ. სოფელ ჩანჩხალოს საჯარო სკოლის დირეტქორის მ/შემსრულებელი; 2006-2010 წწ. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; 2010-2011 წწ. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა- განათლების, კულტურის, სპორტის ტურიზმის ძეგლათა დაცვის სამსახური.

2010-2012 წწ. ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სკოლა - ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი; 2012-2016 წწ შუახევის რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი განათლებისა და კულტურის დარგში; 2016 წლის 18 თებერვლიდან - 2017 წლის 12 ნოემბრამდე შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. ჩაბარებული აქვს სერტიფიცირების გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

ამ დროისათვის შუახევის მუნიციპალიტეტში ვაკანტურია ერთი მოადგილის პოზიცია.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics