|
2017-11-17 12:46:16, 2025 ნახვა
საზოგადოება
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი გარემოს დაცვის სამინისტროს დაშლას დაუშვებლად მიიჩნევს
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისი საქართველოს მთავრობაში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ფონდის განცხადებაშია აღნიშნული, ცვლილება ითვალისწინებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფაქტობრივ დაშლას, რაც დაუშვებელია. "საქართველოს მთავრობის ახლახან გამოცხადებული სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებები ითვალისწინებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფაქტობრივ დაშლას: დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მაგრამ ზოგადი გეგმით სოფლის მეურნეობის სამინისტრო უერთდება გარემოს დაცვის სამინისტროს, ამასთან, ბუნებრივი რესურსების მენეჯმენტის კომპონენტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურაში გადადის. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისი მიიჩნევს ამ ნაბიჯს ბოლომდე დაუსაბუთებლად. ჩვენ გვახსოვს წინა ხელისუფლების ანალოგიური ნაბიჯი (თუმცა დაშლის სქემა იმ დროს მეტ-ნაკლებად განსხვავებული იყო), რაც სრულიად წარუმატებლად დასრულდა; თუმცა მაშინაც, უმთავრესად არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ძალისხმევით, მოხერხდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომპონენტის, ასევე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს გარემოს დაცვის სამინისტროს სტრუქტურაში შენარჩუნება. იმ დროს აქტიურად მოვუწოდებდით მთავრობას, გარემოს დაცვის სტრუქტურაში ტყის კომპონენტიც დაეტოვებინა, მაგრამ - უშედეგოდ. ჩვენი შეხედულებით, დღევანდელი სიტუაცია თითქმის იგივეა და ჩვენ კვლავ დაუშვებლად მივიჩნევთ ამ სამი კომპონენტის ეკონომიკის/განვითარების პროფილის მქონე ნებისმიერი სამინისტროსთვის გადაცემას - ინტერესთა აშკარა კონფლიქტის გამო. გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, ყველაფერი ნათელია. რაც შეეხება დაცულ ტერიტორიებს - ბოლო დროს მათ ეფექტურობას ტურისტების რაოდენობასთან აკავშირებენ, რაც, მთლიანად თუ არა, დიდწილად მცდარი მიდგომაა; დაცული ტერიტორიების სისტემის უმთავრესი ფუნქცია ბიომრავალფეროვნების, ქვეყნის უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვაა; ამასთან, დაცული ტერიტორიების სისტემა ის კარკასია, რაც მთელი ქვეყნის ბუნების მეტ-ნაკლებ სიმრთელეს უზრუნველყოფს და სწორედ განვითარების პროექტების საპირწონეა: ერთ მხარეს ინფრასტრუქტურული პროექტებია (რაც აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის), ხოლო მეორე მხარეს - დაცული ტერიტორიების სისტემის გაფართოება-განვითარებაა (რაც აუცილებელია ბუნების მთლიანობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად). ტყესთან დაკავშირებით კი უპირველესად იმის შეხსენებაა აუცილებლები, რომ საქართველოს ტყეებს, რომელთა 90%-ზე მეტი მთის ფერდობებზეა განლაგებული და უმთავრესად დაცვითი ფუნქციები აკისრია (წყალმარეგულირებელი, მეწყერ- და ზვავსაწინააღმდეგო და მისთ.). შესაბამისად, ტყის სეგმენტის ადგილიც სწორედ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროშია“,- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, მთავრობაში საკადრო გადაადგილებები და სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებები განხორციელდა.
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)