|
2017-11-16 17:54:29, 1961 ნახვა
საზოგადოება
პოლონეთის ელჩი ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს ესტუმრა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს დღეს პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი ეწვია. მას იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ პირადად უმასპინძლა და არქივის საგამოფენო პავილიონში მიმდინარე გამოფენა „რეპრესიები საქართველოში" დაათვალიერებინა. 1937 წლის რეპრესიებიდან 80 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით მოწყობილ ექსპოზიციაზე ფოტომასალა, წერილობითი დოკუმენტები და მემორიალური ნივთები დამთვალიერებელს წარმოდგენას უქმნის 1920-30-იან წლებში საქართველოში გატარებული რეპრესიების მასშტაბსა და შინაარსზე. მარიუშ მაშკიევიჩი ასევე გაეცნო ეროვნულ არქივში დაცულ პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობების ამსახველ დოკუმენტებს. საგამოფენო პავილიონში ვიზიტისას ელჩმა ისაუბრა 2018 წელს საქართველოში პოლონული კულტურული მემკვიდრეობის წელთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე. ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში პოლონეთის ელჩის ვიზიტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც იუსტიციის მინისტრმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ფილიალში 2013-2017 წლებში განხორციელებული რეფორმების შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა. შეხვედრაზე მინისტრმა მოკლედ მიმოიხილა როგორც იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა და რეფორმები, ისე მის გამგებლობაში შემავალი 11 საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ყველაზე მსხვილი პროექტები. მათ შორის იყო ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი აშენება, რომელიც 2016 წლის ივლისში გაიხსნა და დღემდე 15-ზე მეტ გამოფენას უმასპინძლა. გამოფენა "რეპრესიები საქართველოში" 24 ოქტომბერს გაიხსნა და 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. (NS)
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)