|
2017-11-15 15:07:16, 1856 ნახვა
საზოგადოება
მედიატორებს პროფესიული განვითარების მიზნით ტრენინგი ჩაუტარდათ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" მედიატორების თეორიული და პრაქტიკული კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუშაობას განაგრძობს. ევროკავშირის დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაცია “წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა” (GCRT) მედიატორებისთვის სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრა პროექტის - „დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის“ - ფარგლებში ჩატარდა. მისი მიზანი იყო მედიატორთა საქმიანობის ხარისხის ამაღლება, რესურსების სწორად გამოყენება, პროფესიული განვითარება და კრიზისული სიტუაციების ეფექტიანი მართვა, რაც მედიატორებს რთული საქმეების მართვაში დაეხმარებათ. შეხვედრის ფარგლებში მედიატორებს საშუალება ჰქონდათ გამოცდილი ექსპერტისთვის დაესვათ კითხვები და პრაქტიკაში გამოვლენილ პრობლემებზე ემსჯელათ. გარდა ამისა, მედიატორებმა ერთმანეთს საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს, კონკრეტული საქმეების განხილვისას იმსჯელეს თუ რა სირთულეებს აწყდებიან საქმიანობის პროცესში და ექსპერტის რჩევების გათვალისწინებით დასახეს პრობლემების გადაჭრის გზები. შეხვედრას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს უფროსი ლადო ჯავახიშვილი და 13 მედიატორი დაესწრნენ. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" საქართველოში განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ზოგად მენეჯმენტს ახორციელებს. პროგრამაში 2300-ზე მეტი 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ჩაერთო. მედიაცია კი, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი, სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ცენტრი აქტიურად მუშაობს მედიაციის ინსტიტუციურ განვითარებასა და მედიატორების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე. 2017 წლის 6 თვეში მედიაციის 143 კონფერენცია გაიმართა. 2016 წელს ეს მონაცემი − 222-ს, ხოლო 2015 წელს − 114-ს შეადგენდა.
(NS)
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)