|
2017-11-15 14:51:54, 721 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
ციტრუსის სეზონის დაწყებასთან ერთად აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ავთანდილ მესხიძესთანერთად ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბს ესტუმრა და ციტრუსის წლევანდელი სეზონის მოლოდინის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსისშტაბი საწარმოებში მანდარინის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით შექმნა, რაც ხელს უწყობს სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის კოორდინირებულ რეალიზაციას. კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, 0.10 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ. შესაბამისად სამეწარმოგადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 0.20 ლარი იქნება. მიმდინარე წელს საპროგნოზო მონაცემებით ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი 50-55 ათას ტონა იქნება, საექსპორტო მანდარინს სეზონზე ამზადებს 40–მდე ციტრუსის მიმღებ დამხარისხებელისაწარმო რომელთა ჯამური სიმძლავრე შეადგენს 30 000 ტონაზე მეტს. საწარმოებში ხდება მანდარინის დაკალიბრება, პარაფინირება, პლასტმასის, მუყაოსა და შპონის (ხის) ტარაში პროდუქციის შეფუთვა,პალეტებად შეკვრა და ექსპორტირება. ადგილობრივი სიმძლავრეებით შესაძლებელია 40000 ტონა საექსპორტო ყუთის მომზადება. რეგიონში არსებული სამაცივრე დანადგარებით შესაძლებელია 7000 ტონამდე ციტრუსის შენახვა. ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმოები სეზონზე ღებულობს და კონცენტრატის სახით ამუშავებს 15000 ტონამდე არასტანდარტულ მანდარინს. მიმდინარე წელს არსტანდარტულ მანდარინს მიიღებს და გადაამუშავებს შპს ,,TCF GEORGIA'' და შპს ,,Georgian industrial Asset Management Group''. TCF GEORGIA'' გეგმავს 4 000 ათას ტონა არასტანდარტული მანდარინის მიღებას, რომლისგანაც დაამზადებს კონცენტრირებულ წვენს. რომელიც მოხმარდება ადგილობრივ ბაზრებს, ასევე ექსპორტირებული იქნება რუსეთის, უკრაინის დაყაზახეთის ქვეყნებში. (NS)
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)