|
2017-11-14 16:33:25, 6297 ნახვა
Lifestyle
მეცნიერები: ბავშვები ერთი და იმავე სქესის მქონე ოჯახებში ზუსტად ისე ვითარდებიან, როგორც ჰეტეროსექსუალურებში
კვლევას, რომელიც შოკში მხოლოდ ჰომოფობებს თუ ჩააგდებს, ამერიკელი მეცნიერები აქვეყნებენ. აშშ-ის მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ (2013-2015 წლები) მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვები და მოზარდები, რომლებიც ერთი და იმავე სქესის მქონე ოჯახებში იზრდებიან ზუსტად ისე ფორმირდებიან, როგორც მათი თანატოლები ჰეტეროსექსუალური ოჯახებიდან. მათ გააჩნიათ ისეთივე პრობლემები, როგორებიც სხვა თანატოლებს აქვთ. მეცნიერებმა 21 000 ბავშვის ფსიქიკურ-ემოციური მონაცემების შესწავლის შემდეგ, გამოიტანეს დასკვნა, რომ მშობლების სექსუალური ორიენტაცია ბავშვის სექსუალურ ორიენტაციაზე ზეგავლენას ვერ ახდენს. ბავშვებს ერთსქესიანი ოჯახშიდან სკოლაში ნიშნებთან და ქცევასთან დაკავშირებული განსაკუთრებული პრობლემები არ ახასიათებთ. ბავშვებთან დაკავშირებული ვითარება შედარებით უარესად გამოიყურება მხოლოდ ბისექსუალურ ოჯახებში. ეს იმითაა განპირობებული, რომ საზოგადოებაში შექმნილი აზრის გამო ასეთი ტიპის ოჯახებში თვითონ მშობლები მუდმივ სტრესში იმყოფებიან - ხსნიან მეცნიერები. ჯანდაცვის უმაღლესი სკოლის პროფესორის და კვლევის წამყვანი ავტორის დოკტორ ჯერელ კალცოს (Jerel Calzo) თქმით "საზოგადოებაში სულ უფრო მატულობს ინფორმირებულობა ლგბტ ოჯახების შესახებ და ჩვენს დასკვნებს წინა კვლევების დასკვნებიც ემატება. ამ კვლევების მიხედვით, ბავშვებს ასეთი (ლგბტ) ოჯახებიდან, ჰეტეროსექსუალურ ოჯახებში გაზრდილი ბავშვებისგან განსხვავებული ფსიქოლოგიური ან ემოციური პრობლემები არ ახასიათებთ. ეს ჩვენ იმის თქმის უფლებას გვაძლევს, რომ ბავშვის ფსიქიკაზე მშობლების ორიენტაცია კი არა, აღზრდის მეთოდოლოგია და პრინციპები უფრო მოქმედებს", -ამბობს დოქტორი კვლევის კომენტირების დროს. 2015 წელს ანალოგიური კვლევა მეცნიერებს ავსტრალიის სახელმწიფომაც შეუკვეთა. მაშინ სახელმწიფომ მეცნიერებისგან შემდეგი პასუხი მიიღო: "ბავშვები, რომლებიც ერთი და იმავე სქესის მქონე ოჯახებში იზრდებიან თავისი თანატოლებისგან განსხვავებულ ემოციურ-ფსიქოლოგიურ პრობლემებს არ ჩივიან. მათი ქცევა და მოსწრება სკოლაში ჰეტეროსექსუალურ ოჯახებში გაზრდილი ბავშვების მოსწრებისგან არ განსხვავდება". ამასთან ერთად მეცნიერების ჯგუფმა ავსტრალიის ხელისუფლებას ლგბტ ოჯახების საზოგადოებაში უფრო უმტკივნეულოდ ინტეგრაციისკენ ხელშეწყობისთვის გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ურჩია. წყარო: http://timeforfamilies.com/yet-another-study-finds-kids-sex-parents-just-well-straight-parents/ https://www.sciencealert.com/children-welfare-gay-and-bisexual-couples-suffer-stigma
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)