|
2017-11-13 13:43:07, 1334 ნახვა
სამხედრო
„სტაბილიზაციისა და რეკონსტრუქციის საორიენტაციო კურსი“ გაიხსნა
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა (DIB) და იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების მართვის სასწავლო ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით, „სტაბილიზაციისა და რეკონსტრუქციის საორიენტაციო კურსი“ ჩამოყალიბდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, DIB-ში დღეს საპილოტე კურსი დაიწყო, რომელშიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. უწყების ცნობით, ტრენინგი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა და DIB-ის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა გახსნეს, იტალიურ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვეს. მონაწილეებს სიტყვით საქართველოში იტალიის ელჩმა, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ, თავდაცვის ატაშემ, კაპიტანმა ატილიო გატიამ, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, როზარია პულიზიმ და იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა, ანტონიო პენინომ მიმართეს, რომელიც საქართველოს კურსის გახსნასთან დაკავშირებით ეწვია. ტრენინგის მიზანს პოსტკონფლიქტური სიტუაციის მრავალფეროვანი და რთული გარემოს შესახებ მსმენელების ინფორმირება, სტაბილურობისა და რეკონსტრუქციის ოპერაციებში მონაწილე მხარეებზე ზეგავლენის მქონე ფაქტორების მიმოხილვა და მრავალმხრივი თანამშრომლობისა და უწყებათშორისო კოორდინაციის აუცილებლობის გაცნობიერება წარმოადგენს. კურსს ოთხი დღის განმავლობაში ქართველ ექსპერტებთან ერთად, იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების სწავლების ცენტრის წარმომადგენლები გაუძღვებიან. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, იტალია სკოლის პროექტის მხარდამჭერი ქვეყანა, რაც ერთობლივი კურსების შედგენის პროცესის ხელშეწყობით გამოიხატება. (NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)